გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ გაერო-ს თხოვნით მიმართეს, გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების სავარაუდო გამოყენების ფაქტი
გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს თხოვნით მიმართეს გამოიძიოს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ირანული დრონები გამოიყენა.
ოთხივე ქვეყანა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების გადაცემის გამო და გაერო-ს თხოვნით მიმართავენ გააგზავნოს გუნდი, რომელიც დრონების წარმოშობას შეისწავლის.
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისადმი მიწერილ წერილში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ირანული დრონები უკრაინაში აგვისტოს ბოლოს გამოჩნდა. აშშ, საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი აღნიშნავენ, რომ ეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის დარღვევა, რომელიც ზღუდავს გარკვეული იარაღის ირანისთვის გადაცემას ან ირანიდან გატანას.