გერმანიამ პარლამენტზე კიბერთავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსი ჰაკერის დაკავების ორდერი გასცა
გერმანიამ პარალმენტზე 2015 წელს კიბერთავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსი ჰაკერის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას „ზუდ დოიჩე ცაითუნგი“ ავრცელებს.
დაკავების ორდერი გაცემულია 28 წლის დმიტრი ბადინზე, რომელსაც აშშ-ს პროკურატურაც ეძებს. გერმანიაში სჯერათ, რომ ეჭვმიტანილი ერთი წლის შემდეგ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ჩაერია და ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ხელის შეშლის მიზნით, მისი ელექტრონული ფოსტა გაასაჯაროვა.
გერმანიის ბუნდესტაგმა 2015 მაისს გამოააშკარავა, რომ მათ სისტემებში ჰაკერებმა უკანონოდ შეღწევა მოახერხეს და სავარაუდოდ მსგავსი ქმედებები წლის დასაწყისიდინ ხორციელდებოდა. გერმანიასა და აშშ-ში სჯერათ, რომ ბადინი კიბერთავდასხმებს რუსეთის სამხედრო თავდაცვის მითითებით აწარმოებდა.