გერმანიამ ისრაელის ქალაქებზე მიტანილი სარაკეტო იერიში დაგმო. როგორც გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობას გამართლება არ აქვს.
„მკაცრად ვგმობთ სარაკეტო იერიშებს. მოვუწოდებთ, თავშეკავებისა და ძალადობის დასრულებისკენ. მხარს ვუჭერთ ეგვიპტეს და გაერო-ს მედიაციის ძალისხმევას“, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ისრაელზე სარაკეტო იერიში ღაზის სექტორიდან მას შემდეგ მიიტანეს, რაც ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში მოქმედი დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის ლიკვიდაცია შეძლო.