გერმანიამ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა. ბერლინმა ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დღეს, შუა ღამიდან 6 იანვრამდე აიკრძალა. მთავრობის წყაროს ცნობით, ბერლინი იანვარში შეზღუდვების გაგრძელებაზე უკვე მუშაობს.
„ხვალ ჩვენ ვგეგმავთ შევზღუდოთ ყველა ფრენა დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში“, – განცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა.
ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერის თქმით, გერმანია აგრძელებს კომუნიკაციას ევროპელ პარტნიორებთან.
შეზღუდვა არ ეხება საფოსტო, სატვირთო ფრენებს, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, აკრძალვა არ ვრცელდება ფრენებზე სამედიცინო პერსონალისთვის.