გერმანიამ დასავლეთ და ჩრდილოეთ სახმელეთო საზღვრებზე დროებით კონტროლი აღადგინა
არალეგალური მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის ფარგლებში, გერმანიამ დასავლეთ და ჩრდილოეთ სახმელეთო საზღვრებზე დროებით კონტროლი აღადგინა.
გერმანიამ დაიწყო შემოწმებები ბელგიასთან, დანიასთან, საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან და ნიდერლანდებთან არსებულ საზღვრებზე. სასაზღვრო კონტროლი ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს და შესაძლოა, გახანგრძლივდეს.
სასაზღვრო კონტროლი უკვე მოქმედებს გერმანიის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე. გერმანიის ფედერალური პოლიციის კავშირში აცხადებენ, რომ ვინც გერმანიის საზღვარს ახლა გადაკვეთს, უნდა მოელოდეს შემოწმებას. გერმანიის დასავლეთი სახმელეთო საზღვარი 1 400 კილომეტრია.