გერმანიამ 11 სექტემბრის ტერაქტთან კავშირში ბრალდებული მაროკოში გაადეპორტა
გერმანიამ 11 სექტემბრის ტერაქტთან კავშირში ბრალდებული მაროკოელი მაროკოში გაადეპორტა.
მოუნირ ელ მოტასადექი 2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზებაში დახმარებისთვის გერმანიაში 15-წლიან სასჯელს იხდიდა.
მოტასადექმა, რომელსაც პატიმრობა 2007 წელს მიუსაჯეს, სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოიხადა. ის მასშტაბური ტერაქტის ორგანიზებაში ორ მსჯავრდებულთაგან ერთ-ერთია.
მოუნირ მოტასადექი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოქმედი რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების წევრი იყო. 2007 წელს სასამართლო პროცესის დროს მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა დაგეგმილი ტერაქტის შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა, პროკურატურამ დაადგინა, რომ მოტასადექმა მთავარი როლი შეასრულა ერთ-ერთი თვითმფრინავის გამტაცებლის, მუჰამედ ატას ჯგუფის დაფინანსების მოპოვებაში.
„კარგია, რომ ბატონმა მოტასადექმა ქვეყანა უკვე დატოვა და ჩვენ შეგვიძლია, ჰამბურგის ისტორიაში ეს თავი დავხუროთ“, – განაცხადა რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ენდი გროტემ Reuters-თან ინტერვიუში.