გერმანია უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა „ირის-ტ“-ს (IRIS-T) გადასცემს.
მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ სისტემების დახმარებით, უკრაინა „დაიცავს მთელ დიდ ქალაქს რუსული საჰაერო თავდასხმებისგან“.
შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას ასევე მისცემს სათვალთვალო რადარს, რომელსაც შეუძლია, აღმოაჩინოს მოწინააღმდეგის ჰაუბიცები, ნაღმტყორცნები და სარაკეტო არტილერია. გარდა ამისა, შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით უკრაინაში რამდენიმე ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემასაც გაგზავნის.