გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
გერმანიამ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე გერმანული იარაღი გამოყენების ნება დართო, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფან გებეშტრაიტმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას აძლევს უფლებას გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული გერმანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის.
გებეშტრაიტის განცხადებით, გერმანიის მთავრობა შეთანხმდა უკრაინასთან, რომ „იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით, გამოყენებული იყოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.
განცხადებაში, კერძოდ, საუბარია რუსეთის მასიურ თავდასხმებზე ხარკოვის რეგიონში, რომლებიც რამდენიმე კვირაა გრძელდება.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინას აქვს უფლება, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან“, – აღნიშნა გებეშტრაიტმა.