გერმანია უკრაინას მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
გერმანია უკრაინას მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას ერთ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინიტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია.

„გერმანია მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმით, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება“, – ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის დასაცავად უკრაინა მიიღებს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – „პეტრიოტს“, „აირის-ტ“-ს და „გეპარდს“, რომელთა საერთო ღირებულება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.

გარდა ამისა, პაკეტში შედის იარაღი, დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები და სამხედროების აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ევროა.