გერმანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
გერმანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 28-29 თებერვალს ბერლინში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივ და სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანია და ევროპა მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად.
მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.
როგორც მედია წერს, მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.