გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მოუწოდებენ საუდის არაბეთს, ჯამალ ხაშოგის სიკვდილთან დაკავშირებით მკაფიო განმარტებები გააკეთონ
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მოუწოდებენ საუდის არაბეთს, ჯამალ ხაშოგის სიკვდილთან დაკავშირებით მკაფიო განმარტებები გააკეთონ. ბერლინი, პარიზი და ლონდონი ერთობლივ განცხადებაში, ამბობენ, რომ ერ-რიადმა მეტი მტკიცებულება უნდა წარადგინოს.
საუდის არაბეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, საკონსულოში მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს.
„ამ მკვლელობას ვერაფერი გაამართლებს და ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ მას. აუცილებელია ფაქტებს მოეფინოს ნათელი და ცხადი გახდეს რა მოხდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
სამი ქვეყანა მოუწოდებს საუდის არაბეთს, ჩაატაროს გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერ-რიადის განმარტება სანდო არ არის და ვაშინგტონი ამ პასუხით უკმაყოფილოა. ანალოგიური პოზიცია აქვს თურქეთის პრეზიდენტსაც. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ხაშოგის საქმეზე სიმართლეს აუცილებლად დაადგენს.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტი, საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა. რამდენიმე დღის შემდეგ ერ-რიადში დაადასტყრეს, რომ რეპორტიორი მოკლულია.