გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, სამი ქვეყნის ლიდერები მიმართავენ თეირანს, დაუბრუნდეს ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას.
სახელმწიფოს მეთაურები მიიჩნევენ, რომ ძალადობა უნდა შეწყდეს. ამავე დროს, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა გააგრძელონ.
ამიტომ, ლიდერები მოუწოდებენ ერაყს, ქვეყნიდან უცხოელი ჯარისკაცების გაყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს.
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, რომ შეშფოთებულები იყვნენ ახლო აღმოსაველთში ირანის ნეგატიური როლის გამო.
შეგახსენებთ, რომ რეგიონში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 3 იანვარს აშშ-ის იერიშის შედეგად, ბაღდადის აეროპორტში მაღალჩინოსანი ირანელი გენერალი მოკლეს.