გერმანია საერთაშორისო სამხედრო მისიებში არსებულ სამხედრო კონტინგენტს გაზრდის
გერმანია საერთაშორისო სამხედრო მისიებს გაზრდის, მათ შორის, ავღანეთში, მალისა და ერაყში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანიის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს, გაწერილია, რომ გერმანია ავღანეთში არსებულ კონტინგენტს მესამედით, 1300 სამხედრომდე გაზრდის.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს ერაყში სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებითაც.