გერმანია მზად არის, ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავების მთავარი საყრდენი გახდეს და გეგმავს, 2027 წლამდე ლიეტუვაში სრულფასოვანი ბრიგადა განალაგოს
გერმანია მზადაა, გახდეს რუსეთის აგრესიის შეკავების მთავარი საყრდენი ევროპაში და 2027 წლამდე ლიეტუვაში სრულფასოვანი ბრიგადის განლაგებას გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პისტორიუსმა დაადასტურა, რომ გერმანელი ჯარისკაცების ლიეტუვაში დისლოცირების პროცესი წელს დაიწყება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აცნობიერებს პასუხისმგებლობას, როგორც „ცენტრალური ლოჯისტიკური კვანძს ევროპაში“, რაც უზრუნველყოფს სამხედრო ძალების ატლანტიკიდან აღმოსავლეთ ფლანგზე საჭიროების შემთხვევაში სწრაფ გადაადგილებას.
ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის უკრაინა მხოლოდ დასაწყისია.
„რუსეთი ცდილობს ჩვენი ერთიანობის, ევროკავშირისა და ნატო-ს შერყევას ჰიბრიდული მეთოდებით. პუტინის ნამდვილი მტერი ჩვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი, დემოკრატიული ცხოვრების წესია“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.