გერმანია ევროპული თამაშების ბოიკოტისთვის ემზადება
გერმანია ევროპული თამაშების ბოიკოტისთვის ემზადება

გერმანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალფონს ჰერმანმა არ გამორიცხა მეორე ევროპული თამაშების ბოიკოტი, რომელიც მინსკში 2019 წელს გაიმართება.

ჰერმანმა ​ბელარუსში ჟურნალისტთა დაპატიმრებებით შეშფოთება გამოთქვა, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეებში.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სიტყვებით, მსგავსი ინციდენტები მიუღებელია. თუ მსგავსი პოლიტიკური სიტუაცია ბელარუსში შენარჩუნდება, მაშინ გერმანელი სპორტსმენები ტურნირს გამოტოვებენ.

დაკავებულებს შორის აღმოჩნდა გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ის კორესპონდენტი პავლიუკ ბიკოვსკი.

ევროპული თამაშები მინსკში 2019 წლის 21-30 ივნისში გაიმართება.