თურქეთი გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორია მრავალ სფეროში, ორ ქვეყანას იმაზე მეტი საერთო აქვს, ვიდრე ამის გაცნობიერება შეიძლება, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
თურქ დიპლომატთან შეხვედრა ქვედა საქსონიაში, გოსლარეს დასახლებაში შედგა. თავის მხრივ, მევლუთ ჩავიშოღლუმ აღნიშნა, რომ უთანხმოება დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს და ანკარას ბერლინთან მიმართებაში გარკვეული მოლოდინი გააჩნია, მათ შორის ქურთების მუშათა პარტიასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თურქეთში დაკავებული გერმანელი ჟურნალისტის, დენის იუჯელის საკითხი. მედია წარმომადგენელს, თურქეთის ხელისუფლება ტერორიზმის პროპაგანდაში სდებს ბრალს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ორი წლის წინ დაიძაბა. ერთ-ერთი მიზეზი გერმანიის პარლამენტის მიერ, 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებასა და 2016 წლის ივლისში, არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში დაწყებული მასობრივი დაკავებების სერია გახდა, რასაც დასავლეთის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.