გერმანია და საფრანგეთი ბირთვულ შეთანხმებაში დარჩებიან
გერმანია და საფრანგეთი ბირთვულ შეთანხმებაში დარჩებიან

გერმანია და საფრანგეთი ბირთვულ შეთანხმებაში დარჩებიან, თუ აშშ ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰეიკო მაასის თქმით, ირანის ბირთვულმა შეთახმებამ მსოფლიო უფრო დაცული გახადა, მისი გაუქმება კი ესკალაციის რისკებს ზრდის.

“ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ არსებობს ერთი გამართლებული მიზეზიც კი, რის გამოც შეთანხმებიდან უნდა გავიდეთ. ჩვენ ამ საკთხზე ამერიკელ კოლეგებთან კვლავ ვისაუბრებთ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თავის მხრივ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა თქვა, რომ ირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმების დაცვა არის საუკეთესო გზა ბირთვული გაუვრცელებლობის უზრუნველსაყოფად.