გერმანია და საფრანგეთი ახალი თაობის „სტელსის“ ტიპის ავიაგამანადგურებლების წარმოებას იწყებენ
გერმანია და საფრანგეთი ახალი თაობის „სტელსის“ ტიპის ავიაგამანადგურებლების წარმოებას იწყებენ.
თვითმფრინავის შექმნის მიზნით, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 65 მილიონი ევროა. ახალი დიზაინი პილოტირებად სამხედრო თვითმფრინავს და უპილოტო საფრენ აპარატს გააერთიანებს. ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა პროექტს ევროპული თავდაცვის ქვაკუთხედი უწოდეს.
თვითმფრინავის ახალ ძრავს ფრანგული საავიაციო კომპანია „დასო“, გერმანულ „ემ-თი-იუ აერო ენჯინ“-თან თანამშრომლობით შექმნის. ერთობლივი სისტემა ექსპლოატაციაში სავარაუდოდ 2040 წლიდან შევა.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პარიზი და ბერლინი პროექტში სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.