გერმანია აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საპასუხო ზომებს არ მიიღებს
გერმანია აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს არ მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის ხელისუფლების ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის კოორდინატორმა, პიტერ ბეიერმა განაცხადა.
როგორც პიტერ ბეიერმა აღნიშნა, ამერიკული სანქციები არა გერმანიის, არამედ კერძო მეწარმეების წინააღმდეგ არის მიმართული. სწორედ ამიტომ ბერლინი საპასუხო ზომებს არ გეგმავს.
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი. დოკუმენტი პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან“ დაკავშირებით სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აკრძალვები ყველა იმ კომპანიას შეეხება, რომლებიც რუსული გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობს.