გერმანია ამერიკული ავტომობილების იმპორტზე 10 პროცენტიანი გადასახდის გაუქმების ინიციატივით გამოდის
გერმანული ავტოინდუსტრია ბრიუსელს სთავაზობს, გააუქმოს ევროკავშირის ბაზარზე ამერიკული ავტომობილების იმპორტზე მოქმედი 10 პროცენტიანი გადასახდი. ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ამერიკულ გამოცემა Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, გერმანიაში შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ გრენელი მოლაპარაკებებს მართავს გერმანიის ავტოინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა BMW-ი, Volkswagen-ი და Daimler-ი. მოლაპარაკებების პროცესში, ავტომწარმოებლები შტატებსა და ევროკავშირს შორის ავტომობილების იმპორტზე ტარიფების მოხსნის ინიციატივით გამოვიდნენ.
ავტოინდუსტრიის აღმასრულებელი პირები ასევე აცხადებენ, რომ ტარიფების გაუქმებას იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ ეს გარიგება უფრო ფართო გარიგების ნაწილი იქნება, რომელიც ზოგადად ინდუსტრიულ პროდუქციაზე ტარიფების ლიბერალიზებას გულისხმობს.
აღნიშნული ინფორმაცია სწრაფადვე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პარასკევიდან ბრიუსელი 3.2. მილიარდი დოლარის მოცულობის ამერიკულ იმპორტს 25 პროცენტიანი ტარიფით დაბეგრავს, მათ შორის ვისკისა და მოტოციკლებს. აღნიშნული გადასახდი ევროკავშირმა შტატების მიერ ევროპულ ალუმინსა და ფოლადზე ახალი ტარიფოს დაწესების საპასუხოდ შემოიღო.