გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა გერჰარდ შრედერის პარტიიდან გარიცხვის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა გერჰარდ შრედერის პარტიიდან გარიცხვის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ, ჰანოვერში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარბიტრაჟო კომიტეტის წევრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრედერის პარტიიდან გარიცხვის თაობაზე. პარტიიდან გარიცხვის საკითხი რუსეთთან შროიდერის კავშირების გამო დადგა. ამის შესახებ გამოცემა Euractiv წერს.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მმართველი დირექტორის, კრისტოფ მატერნის განცხადებით, არაფორმალური განხილვა დღესაც გაგრძელდება, შეთანხმება კი, მომავალი სამი კვირის განმავლობაში იქნება მოსალოდნელი.

პარტიამ გერჰარდ შრედერის გარიცხვის შესახებ 17 ოფიციალური განაცხადი მიიღო. თუმცა როგორც მატერნმა განაცხადა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება. პარტიის მმართველი დირექტორის თქმით, ეს საკითხი პარტიაში დიდ მღელვარებას იწვევს, რადგან მისი მრავალი წევრი მხარს უჭერს ყოფილ კანცლერს.

გერჰარდ შრედერი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 1998-2005 წლებში იკავებდა. 2017 წლიდან გერჰარდ შრედერი რუსული ენერგოკომპანიის „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის პოსტს იკავებს. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ შრედერი განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე გახდა, რის გამოც მან მაისში თანამდებობა დატოვა.