გერმანელი ლიბერალების ლიდერი NATO-ს შეიარაღებისკენ მოუწოდებს
გერმანელი ლიბერალების ლიდერი NATO-ს შეიარაღებისკენ მოუწოდებს

გერმანელი ლიბერალების ლიდერი NATO-ს შეიარაღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან ლინდნერმა გაზეთ Welt am Sonntag – თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, რომელშიც ის ახალი შეიარაღების შესახებ საუბრობდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც უნდა იყოს მზად საკუთარი არსენალის მოდერნიზაციისა და გაზრდისთვის. ლინდნერი მიიჩნევს, რომ მხოლოდ NATO-ს მტკიცე პასუხი შეაცვლევინებს პუტინს პოზიციას.

„გერმანიამ აღარ უნდა მოითხოვოს ამერიკული ბირთვული იარაღის ქვეყნიდან გატანა, როგორც ამას ადრე, 2009 წელს აკეთებდა“ – განაცხადა ლინდნერმა.
გერმანელი ლიბერალების ლიდერი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგის წარმართვა აუცილებელია, თუმცა სანქციების შენარჩუნება აუცილებელია.