გერმანელი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ერაყელი გერმანიაში დააბრუნეს
გერმანელი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ერაყელი გერმანიაში დააბრუნეს. 20 წლის ალი ბაშარი ერაყის ქურთისტანში დააკავეს. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცმა დანაშაული აღიარა.
გამოძიების ცნობით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში მცხოვრებმა ერაყელმა, 14 წლის გერმანელი გოგონა თანამზრახველ თურქეთის მოქალაქესთან ერთად გააუპატიურა და მოკლა. შემდეგ დამნაშავეებმა ცხედარი ტყეში დამალეს. გოგონას მკვლელობის შესახებ პოლიციას 13 წლის მიგრანტმა შეატყობინა. ამჟამად ორივე დამნაშავე დაკავებულია.