გერმანული გაზეთის Die Tageszeitung-ის ჟურნალისტმა, ანდრეას რუტენაუერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატმა “რუსები ადამიანებად აქცია”. ამის შესახებ მან თავის სტატიაში დაწერა.
რუტენაუერი წერს იმ ცვლილებების შესახებ, რაც რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატმა მოიტანა. ჟურნალისტის აზრით, ტურნირის დროს Fan ID-ის ყველა გულშემატკივარმა მიიღო პოლიციელებისგან ღიმილისა და მცირე დარღვევების უფლება. ასე რომ, ფანების ეს დოკუმენტი ერთგვარი „უნივერსალური ლიცენზია“ გახდა.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ჩემპიონატის მიწურულს, ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა და სამართალდამცავები ისევ უხეშები გახდნენ. რუტენაუერს მიაჩნია, რომ ჩემპიონატმა რუსები მხოლოდ ოთხი კვირით გადააქცია ადამიანებად.
სტატიაში ასევე წერია, რომ რუსეთის ბევრი მოქალაქე ოცნებობს საზღვარგარეთ გადასვლაზე. რუსები დაიღალნენ კორუფციით, ინტერნეტში ცენზურით, აგრეთვე, არამიზნობრივი საბიუჯეტო ხარჯებით.