გერმანელი და ქართველი ფოტოგრაფები ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, ერთობლივ ფოტოალბომს მოამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, გერმანულენოვან ალბომს, რომელიც საქართველოს შესახებ მოგვითხრობს, გამომცემლობა BT ST VERLAG გამოსცემს.
პროექტი სახელწოდებით „თამარ სად ხარ?“ ფოტო და ტექსტურ მასალებს გააერთიანებს და მასში რამდენიმე გერმანელი და შვიდი ქართველი ფოტოგრაფი ჩაერთვება.
ფოტოალბომის ტექსტზე ქართველი ავტორები დათო ტურაშვილი და ანა კორძაია- სამადაშვილი იმუშავებენ.