ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, DTM-ის სარბოლო სერიის ხელმძღვანელი გერჰარდ ბერგერი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟს – მიკ შუმახერს ავტოსპორტში დიდი მომავალი აქვს.
„მიმაჩნია, რომ მიკ შუმახერს მართლაც ფორმულა 3-ის ჩემპიონატში გამარჯვების კარგი შანსი აქვს, შემდეგ კი ის შეძლებს გადადგას მომდევნო ნაბიჯი კარიერაში. ვიცნობ მიკს კარტინგში გამოსვლის პერიოდიდან, ვიყავი მონაწილე იმ დისკუსიისა, როცა მის ფორმულაში გადასვლაზე ბჭობდნენ. ის თანდათან ავლენს რბოლებში მიხაელ შუმახერის გენებს.
მიკი უნდა გადავიდეს ფორმულა 2-ში. მას ეს აქვს გეგმებში. თუ ის მოიგებს ფორმულა 3-ის ჩემპიონატს, მაშინ შემდეგ სეზონში ერთი რანგით მაღლა აიწევს. ვფიქრობ, მას ბრწყინვალე მომავალი ელოდება“, – მოჰყავს ავსტრიელის სიტყვები Speedweek-ს.