გეომორფოლოგი რეიმონდ ტორესი - შოვის მეწყრის დინების სიჩქარემ შესაძლოა, საათში 30 კმ-ს მიაღწიოს, მასა გზადაგზა იზრდება და გამანადგურებელი ხდება, ამ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება ძალიან ძნელია
იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია, – ამის შესახებ სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის, გეომორფოლოგ რეიმონდ ტორესის კომენტარს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
„იმის მიხედვით, რაც ვიდეოებში ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ე.წ. დებრის ფლოუს ტიპის მეწყერი, რომლის წარმოქმნაც დაკავშირებულია სამ ძირითად კომპონენტთან: ბევრ წყალთან, დიდი რაოდენობით მცირე სეგმენტთან და ფერდობის ძლიერ დაქანებასთან. საქართველოს მთებში ეს სამი კომპონენტი ყველგანაა. ამ ტიპის მეწყრის დინების სიჩქარემ, შესაძლოა, საათში 30 კმ-ს მიაღწიოს. მასა გზადაგზა იზრდება და გამანადგურებელი ხდება.
არსებობს სხვა ტიპის მეწყრები, რომლებიც გაცილებით ნელია და ასეთი კატასტროფული შედეგები არ მოაქვს. იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია“, – განაცხადა ტორესმა.