გენტის უნივერსიტეტმა ისრაელის ყველა უნივერსიტეტთან კავშირი გაწყვიტა
გენტის უნივერსიტეტმა ისრაელის ყველა უნივერსიტეტთან კავშირი გაწყვიტა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასწავლო დაწესებულებამ კავშირი გაწყვიტა ისრაელის ყველა უნივერსიტეტთან და კვლევით დაწესებულებასთან, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან მათი ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკას.
გენტის უნივერსიტეტის გამოძიებამ, რომელიც ცნობილია, როგორც UGent, შეშფოთება გამოხატა ისრაელის აკადემიურ ინსტიტუტებისა და ისრაელის მთავრობის, სამხედროებისა თუ უსაფრთხოების სამსახურებს შორის კავშირებთან დაკავშირებით, – ნათქვამია განცხადებაში. უნივერსიტეტი გააგრძელებს კვლევით პროექტებს ისრაელის ექვს არააკადემიურ დაწესებულებასთან და აცხადებს, რომ მათ ვერ იპოვეს რაიმე კავშირი მათსა და ადამიანის უფლებების დარღვევას შორის.
პროპალესტინელი დემონსტრანტები გენტში მაისის დასაწყისიდან მართავენ საპროტესტო აქციებს. ისინი მიესალმნენ უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას, თუმცა აღნიშნეს, რომ სურთ უნივერსიტეტმა კავშირი გაწყვიტოს ისრაელის ექვს არააკადემიურ დაწესებულებასთანაც.
ამასთან, ანტვერპენის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ გააგრძელებს კვლევით პროექტებს ისრაელის ინსტიტუტებთან, მაგრამ შეაჩერებს ახალ პროექტებს ისრაელელ პარტნიორებთან.
ბრიუსელის უნივერსიტეტმა კი აღნიშნა, რომ აღარ განახორციელებს პროექტებს ისრაელელ პარტნიორებთან და იგივე პოლიტიკა გავრცელდება პალესტინელ პარტნიორებზეც, მანამ, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიან.