გენო პეტრიაშვილი - მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ და სტაბილურ განვითარებას
გენო პეტრიაშვილი - მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ და სტაბილურ განვითარებას

მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ და სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის წევრმა, გენო პეტრიაშვილმა განაცხადა.

მან მოუწოდა ამომრჩევლებს, თავიანთი ვალი მოიხადონ ქვეყნის წინაშე.

„მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ და სტაბილურ განვითარებას. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ მოვიდნენ და მოიხადონ თავიანთი ვალი ქვეყნის წინაშე, გააკეთონ სწორი არჩევანი მშვიდობისა და ღირსეული განვითარების წინაშე. აუცილებლად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ქართველი ხალხი ღირსებითა და ადამიანობით“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.