გენო პეტრიაშვილი - არ არის სასიამოვნო ნეგატიური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახების წევრები იღებენ, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს, ვპატიობთ ამ ყველაფერს
არ არის სასიამოვნო ნეგატიური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახების წევრები იღებენ, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერმა, გენო პეტრიაშვილმა „ქართული ოცნების“ სიაში დასახელების შემდეგ მის მიმართ დაწყებულ ბულინგზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბულინგი გულთან ახლოს არ მიაქვს და პატიობს.
„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაინც თანაქალაქელები ვართ, მეგობრები ვართ და ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს. უბრალოდ, არ არის სასიამოვნო ნეგატიური მესიჯები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახების წევრები იღებენ, არ არის ლამაზი, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.