გენერალური პროკურორის ინფორმაციით, თურქეთში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი, მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები
გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი.
გაბიტაშვილის განმარტებით, დაკავებულია უშუალოდ დანაშაულის აღმსრულებელი, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური, შეკვეთილი მკვლელობის ჩადენაში.
„მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. იმედს გამოვთქვამ, რომ მალე დასრულდება ეს პროცედურები და დროულად წარდგება მსჯავრდებული ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით“, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.