ზვიად კუპრავამ და მისმა თანამოააზრეებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფომანსი გამართეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. მათ გენერალურ პროკურატურასთან სიმბოლურად ბოტასი მიიტანეს. ზვიად კუპრავას განცხადებით, შოთაძის წინააღმდეგ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.
„გენერალურ პროკურატურასთან ახალგაზრდებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს ბოტასის ძეგლი. მოპარული ბოტასები არის სიმბოლო შოთაძე-ფარცხალაძის პროკურატურის და ზოგადად დღევანდელი კრიმინალური პროკურატურის. ჩვენ ბოტასებს საფირმო სახელწოდება სიმბოლურად ჰქვია „ოთარასი“. ირაკლი შოთაძის დაბრუნებას ხალხი არ დაუშვებს და შევებრძოლებით მაქსიმალურად. თუ ივანიშვილს მისი დანიშვნა გადაწყვეტილი აქვს და ის დანიშნავს მას, შევეცდებით, გადავახდევინოთ მაქსიმალური პოლიტიკური ფასი“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.