გენერალურ პროკურატურასთან „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს
გენერალურ პროკურატურასთან „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვების დაშლაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ მათი ზარალი 20 000-მდე ლარს აღემატება.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით უკვე მიმართეს. საუბარია ორ მუხლზე „ქონების განზრახ დაზიანება და ორგანიზებული ძალადობა“.