გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მისულმა დონალდ ტრამპმა პასუხების გაცემაზე უარი განაცხადა
ნიუ იორკში, გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მისულმა აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პასუხების გაცემაზე უარი განაცხადა.
ტრამპმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნიუ იორკის გენერალურ პროკურორ ლეტიცია ჯეიმსს აკრიტიკებს.
„წლების მუშაობა, ათობით მილიონი დოლარია დახარჯული ამ გაჭიანურებულ საგაზე და სულ უშედეგოდ. მე უარი ვთქვი, პასუხი გამეცა კითხვებზე აშშ-ის კონსტიტუციით გათვალისწინებული თითოეული მოქალაქის უფლებისა და პრივილეგიის ფარგლებში“, – აღნიშნავს ტრამპი, რომელმაც კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით ისარგებლა, რომელიც საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან იცავს პიროვნებას.
პროკურატურა დონალდ ტრამპის ორგანიზაციას თაღლითური გზით ან აქტივების შეცდომაში შემყვანი შეფასებით საგადასახადო შეღავათებისა და სესხების მიღებას ედავება.