გენერალი მარკ მილი - რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან, წააგეს სტრატეგიულად, ოპერაციულად და  ტაქტიკურად
გენერალი მარკ მილი - რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან, წააგეს სტრატეგიულად, ოპერაციულად და  ტაქტიკურად

უკრაინელების მიზანი, ფიზიკურად გააძევონ რუსეთი უკრაინიდან სამხედრო გზით, ძალიან რთული ამოცანაა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვერ მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის გენშტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და ხერსონი და ხარკოვი, რომელიც ახლახანს გაათავისუფლა, ოკუპირებული ტერიტორიების მთლიან ფართობთან შედარებით, საკმაოდ მცირეა.

„ალბათობის თვალსაზრისით, უკრაინის სამხედრო გამარჯვების ალბათობა, რომელიც განისაზღვრება რუსების გაძევებით მთელი უკრაინიდან და მათ შორის ყირიმიდან, ალბათობა იმისა, რომ ეს მალე მოხდეს, არ არის დიდი, სამხედრო თვალსაზრისით“, – აცხადებს მილი და აღნიშნავს, რომ „პოლიტიკურად შეიძლება, იყოს პოლიტიკური გამოსავალი, როდესაც პოლიტიკურად რუსები გადიან”.

„რუსი სამხედროები ნამდვილად ცუდად არიან. მოლაპარაკების წარმოება კი გინდა იმ დროს, როცა შენ ძლიერი ხარ, მოწინააღმდეგე კი სუსტი. და შესაძლებელია, იყოს პოლიტიკური გამოსავალი. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს”, – განაცხადა მილიმ.

გენერლის თქმით, რუსეთმა წარუმატებლობა განიცადა უკრაინის ომში დასახულ თითოეულ მიზანში.

„რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან. წააგეს სტრატეგიულად, წააგეს ოპერაციულად და ვიმეორებ, ტაქტიკურადაც წააგეს. რისი გაკეთებაც მათ სცადეს, ვერ მოახერხეს. მათი მიზნების სტრატეგიული გადახედვა, მათი უკანონო შემოჭრა, ყველაფერმა წარუმატებლობა განიცადა. თითოეულმა მათგანმა.

დაახლოებით 900-მდე კილომეტრის ფრონტის გასწვრივ უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს ერთმანეთის მიყოლებით, ხოლო რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან“,- განაცხადა გენერალმა.

მარკ მილის თმით, პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, ის შეეცადა რუს კოლეგასთან, გენერალ ვალერი გერასიმოვთან საუბარს, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.