გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი, დიდი ალბათობით, მოლაპარაკებით დასრულდება და არა - ბრძოლის ველზე
გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი, დიდი ალბათობით, მოლაპარაკებით დასრულდება და არა - ბრძოლის ველზე

აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსი გენერალი მარკ მალი აცხადებს, რომ წელს რუსეთის უკრაინიდან განდევნა რთული იქნება. ამის შესახებ განცხადება მარკ მილიმ გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გამართული შევხედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსი ჯარისკაცების გაძევება სამხედრო გზით ძალიან რთული ამოცანაა და ამისთვის აუცილებელია ფრონტის სტაბილიზაცია.

„სიენენის“ ცნობით, მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი, დიდი ალბათობით, მოლაპარაკებით დასრულდება და არა – ბრძოლის ველზე.

„სამხედრო თვალსაზრისით, მე ჯერ კიდევ ვინარჩუნებ პოზიციას, რომ წელს ძალიან რთული იქნება სამხედრო გზით რუსეთის ძალების განდევნა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყველა სანტიმეტრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ძალიან რთულია. ჩემი აზრით, რაც შეიძლება, მოხდეს, არის თავდაცვის გაგრძელება. ჩემი აზრით, ამის გაკეთება ნამდვილად შეიძლება. ეს იარაღის მიწოდებაზე და აღჭურვილობის ტრენინგებზეა დამოკიდებული, მაგრამ, ვფიქრობ, ნამდვილად შეუძლეიათ უკრაინელებს, რომ მნიშვნელოვან ტაქტიკურ და თუნდაც ოპერატიულ დონეზე აწარმოონ შეტევითი ოპერაცია, რათა გაათავისუფლონ უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორია“, – განაცხადა მარკ მილიმ.

ამასთან, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის მაღალჩინოსნმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პენტაგონი უკრაინას ურჩევს, კონტრშეტევა დროებით გადადოს, ვიდრე პარტნიორებისგან დაპირებულ ტექნიკას არ მიიღებენ და ჯარისკაცები ყველა იარაღის მოხმარების შესწავლას სათანადოდ არ დაასრულებენ.