გენერალ სოსო ქუთათელაძის კაბინეტი, სადაც მკვლელობა მოხდა, დალუქულია
გენერალ სოსო ქუთათელაძის კაბინეტი, სადაც მკვლელობა მოხდა, დალუქულია

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის კაბინეტი, სადაც ის მოკლული იპოვეს, დალუქულია. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დღეს ადგილზე არ გამოჩენილან.

ქუთათელაძის ცხედარი გუშინ დაცვის თანამშრომელმა ნახა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.