გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი გადაიდო
რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის განხილვა გადაიდო.
პროცესზე პროტესტის ნიშნად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია უკვე მეორედ არ გამოცხადდა.
ჭანტურიას ადვოკატმა მოსამართლეს ის პოზიცია გააცნო, რაც ბრალდებულს აქვს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია და წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ გიორგი ჭანტურიას უფლებები დაარღვია.
სასამართლო სხდომა მოსამართლე მადონა მაისურაძემ 26 ოქტომბრისთვის გადაიდო. მისი განმარტებით, პროცესი იმ შემთხვევაშიც გაგრძელდება, თუ ბრალდებული პროტესტის ნიშნად სხდომებს ისევ არ დაესწრება.