გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
საბუთების მიღება იწარმოებს ლიცეუმში 2021 წლის 21 ივნისიდან 4 ივლისამდე, ყოველდღიურად, გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. მისამართი: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის №51.
საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს როგორც მოსწავლე ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ;
მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);
ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;
მონაცემები მოსწავლის წლიური (IX კლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;
მოსწავლის ავტობიოგრაფია;
ფერადი სურათი 3/4-ზე (ორი ცალი).
„გაითვალისწინეთ: რეგისტრაციაზე გამოცხადებულმა პირებმა უნდა დაიცვათ ქვეყანაში არსებული რეგულაციების წესები – აუცილებელია იქონიოთ პირბადე და ხელთათმანი.
რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) ტესტები. გამოცდების თარიღები და ჩატარების ადგილები გამოქვეყნდება მოგვიანებით“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.