გენდერული კვოტირების მოქმედების ვადის ოთხი წლით გახანგრძლივება იგეგმება
გენდერული კვოტირების მოქმედების ვადის ოთხი წლით გახანგრძლივება იგეგმება.
შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების მიხედვით, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც ქალი იქნება (ნაცვლად განსხვავებული სქესისა), ასევე, პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით, ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც ქალი იქნება.