გენადი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტს ფუნქციონირება ქუთაისსა და თბილისში უნდა გაეგრძელებინა 
გენადი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტს ფუნქციონირება ქუთაისსა და თბილისში უნდა გაეგრძელებინა 

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისსა და თბილისში დარჩენით არაფერი დაშავდებოდა.

გენადი მარგველაშვილმა ამის გამო დღეს რეგლამენტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

დეპუტატის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა დარჩებოდა მანამ, სანამ ალტერნატივა არ იქნებოდა და მოსახლეობა თავად არ იტყოდა, რომ პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება საჭირო აღარ არის.

„ალტერნატივა ჯერ არ ჩანს და წინააღმდეგ ხმა ამიტომ მივეცით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი დღეს მესამე მოსმენით მიიღო. რეგლამენტის პროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი, წინააღმდეგი იყო. რეგლამენტის ახალი რედაქციით, პარლამენტის მდებარეობისა და საქმიანობის ადგილად განსაზღვრულია თბილისი.