გელათის სამონასტრო კომპლექსში იან კელის გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა
გელათის სამონასტრო კომპლექსში საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, იან კელის გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საქართველოში ელჩის დიპლომატიური უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ღონისძიება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა პატრონობის საქმეში გაწეული დიდი წვლილისთვის ელჩს სამახსოვრო საჩუქრები სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, მაკა დვალიშვილმა გადასცეს.
“ელჩის გაცილების საზეიმო ცერემონიისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი ორგანიზატორების მიერ სიმბოლურად შეირჩა. სწორედ იან კელის უშუალო თანადგომითა და მონაწილეობით დაფინანსდა აშშ-ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ გელათის ღვითსმშობლის ტაძრის უმნიშვნელოვანესი სარეაბილიტაციო პროექტები”, – განაცხადა პირველ არხთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ.