საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრმა გელა ზაალიშვილმა ზაგრების გრანპრიზე გამოსვლა ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა.
ზაგრების გრანპრის ფინალურ შეხვედრაში გელა ზაალიშვილის მეტოქე ოლიმპიური და მსოფლიო პრიზიორი, ჰისაოში ჰარავსა იყო. ქართველმა ფალავანმა გამარჯვება ოქროს დროში ბრწყინვალე ილეთით მოიპოვა.
ლევან მატიაშვილი კი მძიმე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ზაგრების გრანპრიზე საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.