გელა აფრასიძის ლელო შესაძლოა წლის საუკეთესო ლელოდ დასახელდეს. ქართველი მორაგბის 2017 წლის 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე ირლანდიასთან დადებული ლელო მსოფლიოს საუკეთესო ლელოს 4 ნომინანტს შორის მოხვდა.
გამარჯვებულს მსოფლიო რაგბის თვითერის გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად, მსოფლიო რაგბის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზე მონაკოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლენენ.
ხმის მიცემა გულშემატკივარს მსოფლიო რაგბის თვითერის გვერდზე 9 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება. ხმის მისაცემად Twitter.com/WorldRugby მიმაგრებულ პოსტში დააჭირეთ ღილაკს Tweet #VoteAprasidze. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს TWEET.
აფრასიძის გარდა მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო ლელოზე წარდგენილნი არიან : ირლანდიისა ნაკრების მესამეხაზელის შონ ო’ბრაიანი (ახალი ზელანდიის წინააღმდეგ). არგენტინის ნაკრების უკანახაზის მოთამაშე ხოაკინ ტუკულეტი (ინგლისის წინააღმდეგ). ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების ფულბეკი პოშა ვუდმენი (აშშ-ის წინააღმდეგ ქალთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში).
გელა აფრასიძის ლელო:
აფრასიძის ლელო
ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გელა აფრასიძის მიერ ირლანდიის წინააღგმდეგ დადებული ლელო შესაძლოა წლის საუკეთესო ლელოდ დასახელდეს.კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ეპიზოდი 🏉
Posted by პირველი არხი • სპორტი on 2017 წლის 10 ნოემბერი, პარასკევი
ოთხივე ნომინანტი: