გედევან ფოფხაძემ „ქართულ ოცნებას“ პარტიის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა
გედევან ფოფხაძემ „ქართულ ოცნებას“ პარტიის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში ადასტურებენ.
„გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აღარ ირიცხებიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგებში. გედევან ფოფხაძემ პარტიას განცხადებით მიმართა. ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. პარტიიდან გასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. ისინი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან“ – აცხადებენ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში.