გედევან ფოფხაძე - მთავარი გამოწვევაა, რომ დამთავრდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის რეანიმაციის მცდელობა
დღეს მთავარი გამოწვევაა, რომ უნდა დამთავრდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის რეანიმაციის მცდელობა, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, პარლამენტში ფრაქციის შექმნაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„პრინციპულია, ვისთან ერთად გავაგრძელებთ საქმიანობას. ბევრი თანამოაზრე გვყავს უკვე საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა, ბევრი რჩება უმრავლესობაში, რომელიც ჩვენი თანამოაზრეა, შესაბამისად, კონსულტაციები გაგრძელდება, ერთი მთავარი მიზნით, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანები საერთო გამოწვევების წინაშე. დღეს მთავარი გამოწვევაა, რომ დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის რეანიმაციის მცდელობა. ამას ეწევა „ქართული ოცნების“ კონკრეტული პიროვნებები, ვისაც აწყობს იმ ძველ ზონდერებთან ალიანსი, რათა თავის ძალაუფლებას მოეპოტინონ. ირაკლი კობახიძეს ძალიან ნეგატიური როლი აქვს იმ ყველაფერში, რაც ხდება. პროცესი კიდევ ბევრ რამეს გამოააშკარავებს და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.