გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკად 2“ - ში მონაწილეობის შემთხვევაში, აშშ გერმანულ კომპანიებს სანქციებით ემუქრება
გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკად 2“ – ში მონაწილეობის შემთხვევაში, აშშ გერმანულ კომპანიებს სანქციებით ემუქრება. გერმანიაში აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-ის ელჩმა გაზსადენთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიას წერილით მიმართა. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ელჩის მოქმედებამ გერმანიის მთავრობაში უკმაყოფილება გამოიწვია.
ერთ-ერთი გერმანელი დიპლომატის თქმით, ელჩის მიდგომა საერთო დიპლომატიურ პრაქტიკას არ შეესაბამება და ოფიციალური ბერლინი საკითხს ვაშინგტონში პირდაპირ მოლაპარაკებებზე განიხილავს.
გერმანიაში აცხადებენ, რომ „ამერიკის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების კანონს“ ვაშინგტონი საგარეო და ენერგეტიკულ პოლიტიკაში ჩასარევად იყენებს. რუსული გაზსადენის მხარდაჭერის გამო გერმანიას აშშ-ის პრეზიდენტი აკრიტიკებს. ახალი გაზსადენით, რუსული გაზი გერმანიას უნდა მიეწოდოს.