გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 5, 7, 12, 14, 19, 21, 26, 28 ოქტომბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.