გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 8 აგვისტოს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 8 აგვისტოს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 07:20 გავა, ხოლო ზღვისპირა ქალაქიდან დედაქალაქისკენ რეისი 17:50 საათზეა ჩანიშნული.
„გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.