„საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს დამატებით რეისებს დანიშნავს
„საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს დამატებით რეისებს დანიშნავს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს დამატებით რეისებს დანიშნავს.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დამატებითი რეისები დაინიშნება​ თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებებზე.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877

გასვლა 08:50 – ჩასვლა 14:43. გამოსვლა 17:05 – ჩამოსვლა 22:45

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807

გასვლა 10:30 – ჩასვლა 15:30. გამოსვლა 17:10 – ჩამოსვლა 22:05“, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.